თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 433-ს მიაღწია, გარდაიცვალა 59 ადამიანი
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 433-ს მიაღწია, გარდაიცვალა 59 ადამიანი, – ამის შესახებ განცხადება თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ გააკეთა.
მისივე თქმით, ბოლო 24 საათში თურქეთში 5035 ადამიანის ტესტირება ჩაატარეს, მათგან 531-ის პასუხი დადებითი იყო.
„დავკარგეთ კიდევ 15 პაციენტი“ – წერს კოჩა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.