თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24 საათში გაორმაგდა
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24 საათში გაორმაგდა

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24 საათში გაორმაგდა. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე ინფიცირებულთა რიცხვი 670-ს აღწევს. ამის შესახებ განცხადება თურქეთს ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეტინ კოჩამ „ტვიტერით“ გააკეთა. მისივე თქმით, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი ცხრა შეადგინა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ტესტი 3 656 მოქალაქეს ჩაუტარდა, მათგან 311-ს კოვიდ-19 გამოუვლინდა.