თურქეთში ბოლო დღე-ღამეის განმავლობაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1 268 ახალი შემთხვევა. შესაბამის მონაცემებს თურქული მედია ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ კოჩაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის ინფორმაციით, სულ თურქეთში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 190 165 შემთხვევა, ინფიცირებულთაგან 5 001 გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1 315-ით გაიზარდა და ჯამში 162 848-ს შეადგენს.