თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 082-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, ბოლო 24 საათში ინფიცირების შემთხვევები 1 372-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 195 883-ს მიაღწია.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვირუსისგან უკვე განიკურნა 170 ათასამდე ადამიანი.
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კი, ამ დროისათვის 1 000-მდე პაციენტი რჩება.