თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, ბოლო ერთ დღეში 37-ით გაიზარდა. სულ გარდაცვლილია 168 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, თურქეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ბოლო ერთ დღეში 1 610-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 10 827 შეადგინა.