თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა
თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა

თურქეთში „კოვიდ19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ტესტირება 2 953 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 227 დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობა 947-მდე გაიზარდა.