თურქეთში კორონავირუსის 928 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში კორონავირუსის 928 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 928 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 18 ინფიცირებული პაციენტი.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 221 500 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 5 526 ლეტალური აღმოჩნდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან 1 009 პაციენტი გამოჯანმრთელდა. თურქეთში „კოვიდ-19“-ისგან 204 011 პაციენტი განიკურნა.