თურქეთში კორონავირუსის 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 16 ადამიანი კი გარდაიცვალა
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 921 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 16 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ის 225 173 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 5 596-ს შეადგენს.
თურქეთში ვირუსისგან 208 477 პაციენტი განიკურნა.