თურქეთში კორონავირუსის 918 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პირი
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 918 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, თურქეთში „კოვიდ-19“ უკვე 218 717 ადამიანს დაუდასტურდა.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში თურქეთში კორონავირუსს 17 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 5 475 ადამიანი გარდაიცვალა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, თურქეთში კორონავირუსისგან 1 179 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, თურქეთში „კოვიდ-19“ 201 000-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული სამი დღის განმავლობაში, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა სტამბოლის, ანკარის, გაზიანთეფის, კონიის და დიარბაქირის პროვინციებში დადასტურდა.