თურქეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 122 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 104 912-მდე გაიზარდა.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით კიდევ 109 პაციენტი გარდაიცვალა.
თურქეთის მასშტაბით ფატალური შემთხვევების რიცხვი ახლა 2 600-ს აღწევს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 21 737-ს შეადგენს.