თურქეთში კორონავირუსის 1 491 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი
თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 491 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი. შესაბამის მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჩა ავრცელებს.
მინისტრის ცნობით, თურქეთში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 263 998 შემთხვევა. გარდაცვლილია 6 209 ინფიცირებული.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 995-ით გაიზარდა და ჯამში 240 792 შეადგინა. 862 ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.