თურქეთში კორონავირუსის 1 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 19 პაციენტი გარდაიცვალა. შედეგად, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 065-ს მიაღწია.
ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 194 511 ადამიანს დაუსვეს.
ვირუსი უკვე დაძლია 167 ათასმა ადამიანმა.