თურქეთში კორონავირუსის 1 243 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 ადამიანი
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 243 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, თურქეთში „კოვიდ 19“ 245 635 ადამიანს დაუდასტურდა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფარჰეტინ კოჩას განცხადებით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციით 21 ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლის საერთო რაოდენობა კი 5 912-ს აღწევს.
ბოლო 24 საათში თურქეთში „კოვიდ 19“-სგან 968 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი ქვეყანაში კორონავირუსი 228 057-მა ადამიანმა დაამარცხა.