თურქეთში კორონავირუსის 1 214 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 ინფიცირებული
თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 1 214 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 23 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრზე, ფაჰრეთინ კოჩაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის გავრცელებიდან სულ გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 185 245 შემთხვევა. გარდაიცვალა საერთო ჯამში 4 905 ადამიანი.
ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდებულთა რიცხვი 1 494-ით გაიზარდა და ჯამში 157 516-ს შეადგენს.