თურქეთში კორონავირუსის 1 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი
თურქეთში კორონავირუსის 1 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი

თურქეთში კორონავირუსის 1193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 241 997 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 14 ადამიანი. სულ კორონავირუსს თურქეთში 5 858 პაციენტი ემსხვერპლა.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ბოლო 24 საათში 1211 შეადგინა, სულ დაავადება დაძლია 224 970-მა პაციენტმა.