თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს
თურქეთის ხელისუფლებამ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი სამი პირის დაკავების შესახებ განაცხადა.
გამოძიების ცნობით, ისინი თურქეთის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებების დროს თავდასხმას გეგმავდნენ. ინფორმაცის ამის შესახებ „ანადოლუ“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, თავდასხმის განხორციელება სტამბოლში იგეგმებოდა.
29 ოქტომბერს თურქეთში რესპუბლიკის დაარსებიდან 96 წლისთავი აღინიშნება.
შეგახსენებთ, თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი პირები გუშინაც დააკავეს.