თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვიტანილი 12 პირი დააკავეს
თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვიტანილი 12 პირი დააკავეს. ისინი ახალ წელს ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Sabah-ი ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, დაპატიმრებულთაგან ორი სირიის მოქალაქეა. ეჭვმიტანილები თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ადანაში დააპატიმრეს.
პირველ დეკემბერს თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებული 60 პირი დააკავეს. ამასთან, თურქეთის ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოქალქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სტამბოლის ცენტრში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება.