თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს, რომელიც გალიპოლის ნახევარკუნძულზე ტერაქტს აპირებდა
თურქეთში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი, რომელიც გალიპოლის ნახევარკუნძულზე ტერაქტს აპირებდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, დაკავებული პირველი მსოფლიო ომის ბრძოლის მემორიალური ღონისძიების მონაწილეებზე აპირებდა თავდასხმას. მათ შორის იყვნენ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ასობით მოქალაქე.
ეჭვმიტანილი სირიის მოქალაქეა. ის თექირდაგის პროვინციაში დააკავეს. თურქული სააგენტოების ინფორმაციით, დაპატიმრებული სირიელი ტერაქტს ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის საპასუხოდ ამზადებდა.