თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირებში ეჭვმიტანილი 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირებში ეჭვმიტანილი 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ტელეკომპანია NTV-ს ცნობით სპეცოპერაცია თურქეთის პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარეს.
ტელეკომპანიის ცნობით, ოპერაციაში 1500 სამართალდამცავი მონაწილეობდა. მათ 250 სახლი გაჩხრიკეს. სულ სასამართლომ 245 ადამიანის დაპატიმრების ბრძანება გასცა. ამოღებულია „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდისტული მასალა და კომპიუტერები, რომელზეც ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ინახებოდა.