თურქეთში, იგდირის პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევისას 17 ადამიანი დაიღუპა, 36 დაშავდა
თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, იგდირის პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 36 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელსაც ავღანეთიდან, პაკისტანიდან და ირანიდან მიგრანტები არალეგალურად გადაჰყავდა, ბოძს დაეჯახა და ცეცხლი წაეკიდა.
14 მგზავრზე გათვლილ ავტოტრანსპორტში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსმა თურქეთის საზღვარი ირანიდან უკანონოდ გადაკვეთა.