თურქეთში ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობასთან კავშირში მყოფი პირი დააკავეს
თურქეთში ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობასთან კავშირის მქონე პირი დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ჰაიტის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, თურქეთის ხელისუფლებამ ჰაიტის პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამირ ჰანდალი დააკავა, რომელიც გამოძიებისთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს.
კლოდ ჟოზეფის თქმით, სატელეფონო საუბარი ჰქონდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშღლუსთან, რომელსაც მადლობა გადაუხადა ეჭვმიტანილის დაკავებისთვის.
„როიტერის“ თქმით, თურქულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტამბოლის აეროპორტში დააკავეს სამირ ჰანდალი, რომელიც ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნება ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობასთან კავშირის გამო. დაკავებული პირი შეერთებული შტატებიდან იორდანიაში მიფრინავდა ტრანზიტით.
ჰაიტის პრეზიდენტი, 53 წლის ჯოვენელ მოიზე საკუთარ სახლში მოკლეს რამდენიმე თვის წინ. მთავარ ეჭვმიტანილებად კოლუმბიელი დაქირავებული პირები მიიჩნევიან, თუმცა პრეზიდენტის მკვლელობის საქმეში ბრალი ჯერჯერობით არვისთვისაა წარდგენილი.