თურქეთში გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილ სამხედროებს აკავებენ
თურქეთის პროკურატურამ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 101 ჯარისკაცის დაკავების ორდერი გასცა. თურქული მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს შორისაა სამხედრო-საჰაერო ძალების ბრიგადის ერთი გენერალი და რამდენიმე პოლკოვნიკი.
გამოძიების თანახმად, სამხედროებს გიულენის ორგანიზაციის „საიდუმლო იმამებთან“ ჰქონდათ კავშირი.
ეჭვმიტანილთა დაკავების ოპერაცია თურქეთის 22 პროვინციაში მიმდინარეობს. 37 ადამიანი უკვე დააკავეს.
თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.