თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 15 118 შემთხვევა გამოვლინდა, 253 ადამიანი გარდაიცვალა
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 15 118 ადამიანს დაუდასტურდა.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსით 253 ადამიანი დაიღუპა.
„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთში უქმეებზე მკაცრი კარანტინია დაწესებული, კვირის დღეების განმავლობაში კი კომენდანტის საათი მოქმედებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 2 133 373 დადასტუებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 19 624 ადამიანი.