თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 309 შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 309 შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 1 309 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

თურქეთის მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ თურქეთში უკვე 257 032 შემთხვევა დადასტურდა, 6 102 ადამიანი კი ვირუსით გარდაიცვალა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-სგან 801 ადამიანი გამოჯანმრთელდა, განკურნებულების საერთო რაოდენობა კი 236 000-ს აჭარბებს.

ოფიციალური ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსულ ინფექციაზე 93 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა.