გამოძიების ცნობით, თურქეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრები არჩევნებზე პორვოკაციებს გეგმავდნენ
თურქეთის დედაქალაქში
თურქეთის დედაქალაქში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 11 წევრი დააკავეს. გამოძიების ცნობით, დაპატიმრებული პირები საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე პორვოკაციების მოწყობას გეგმავდნენ.
სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, სამართალდამცველებს არ დაუსახელებიათ, თუ რა სახის პროვოკაციაზეა საუბარი. დაკავებულები უახლოეს საათებში სასამართლოს წინაშე წარდგებიან.
გარდა ამისა, თურქული მედია იუწყება, რომ ქალაქ იზმირში თურქეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფის გამო 6 ადამიანია დაკავებული.
შეგახსენებთ, თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად იმართება.
გამოძიების ცნობით, დაპატიმრებული პირები საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე პორვოკაციების მოწყობას გეგმავდნენ.