თურქეთში გამოცდების დროს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამო სტუდენტი დააკავეს
თურქეთში გამოცდების დროს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამო სტუდენტი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტმა გამოცდაზე იმპროვიზირებული ტექნიკა გამოიყენა, რომელიც კითხვებზე პასუხის გასაცემად ხელოვნურ ინტელექტს იყენებდა.
გავრცელებული ვერსიით, სტუდენტი გამოცდის მიმდინარეობისას უცნაურად იქცეოდა, რის გამოც პოლიცია გამოიძახეს და ის დააკავეს.
ასევე დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც, სამართალდამცველების ვერსიით, მას ამ ყველაფერში ეხმარებოდა.
პოლიციამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ მოწყობილობა გამოიყენებოდა კითხვის დასკანერებისთვის, შემდეგ კი მას სტუდენტი ხელოვნური ინტელექტის პროგრამულ უზრუნველყოფაში აგზავნიდა ფეხსაცმელში დამონტაჟებული როუტერის გამოყენებით. ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა სწორ პასუხს ყურსასმენის საშუალებით იძლეოდა.