თურქეთში ფეთჰულა გიულენის შვიდი მომხრე დააკავეს
თურქეთში  ფეთჰულა გიულენის შვიდი მომხრე დააკავეს

თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის და მასთან ერთად,  7 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა.

ოფიციალური ანკარა გიულენს და მის მომხრეებს 2016 წელს თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობაში ადანაშაულებს.

პროკურატურის მტკიცებით, მევლუთ მერტ ალტინტაში, რომელმაც ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლა , ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის წევრი იყო. მკვლელი პოლიციამ სპეცოპერაციის დროს მოკლა. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 7 ადამიანი.

ანკარა ფეთჰულა გიულენს და მის მომხრეებს , 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. გიულენი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

ანკარაში რუსეთის ელჩი 2016 წლის 19 დეკემბერს , გამოფენაზე სიტყვით გამოსვლის დროს მოკლეს.