თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ელაზიღის პროვინციაში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 6,7 მაგნიტუდას აღწევდა.
შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა. დაშავდა სულ მცირე ორი ადამიანი. ამასთან, არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა იგრძნობოდა სირიაში, საქართველოსა და სომხეთშიც.
ბიძგები იგრძნობოდა კვიპროსზე, ლიბანსა და ისრაელშიც.
„ტვიტერის“ მომხმარებლები მიწისძვრის დროს და შემდეგ გადაღებულ ვიდეომასალებს ავრცელებენ.