თურქეთში დღესასწაულების პერიოდში 82-საათიანი კომენდანტის საათი ცხადდება
„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთში დღესასწაულების პერიოდში 82-საათიანი კომენდანტის საათი ცხადდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
კომენდანტის საათი დღეიდან 26 აპრილის ჩათვლით იქნება ძალაში. 23 აპრილს თურქეთში ეროვნული დამოუკიდებლობისა და ბავშვთა დღეს აღნიშნავენ.
კომენდანტის საათის პერიოდში მოსახლეობას სახლის დატოვების უფლება 10:00-დან 17:00 საათამდე მხოლოდ სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში, ექიმთან ვიზიტის მიზნით ან შინაური ცხოველების გასასეირნებლად ექნებათ. შეიზღუდება საქალაქთაშორისო გადაადგილებაც. ქვეყნის მასშტაბით კაფეები და რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ.
გასული 24 საათის განმავლობაში თურქეთში „კოვიდ-19“-ის 61 967 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 362 ადამიანი დაიღუპა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 4 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 36 975 ადამიანი.