თურქეთში კორონავირუსს ბოლო ერთ დღეში 21 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, თურქეთში „კოვიდ 19“-ით 4 630 ადამიანი დაიღუპა. თურქული მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების საერთო რიცხვმა კი 167 410-ს მიაღწია.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ 19“-სგან 926 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელბულთა საერთო რაოდენობა კი უკვე 131 000-ს აჭარბებს.