თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსისგან 5 119 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 59 პაციენტი
თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსისგან 5 119 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 59 პაციენტი

თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსისგან 5 119 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 59 კი, დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო ერთ დღეში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 832 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“ უკვე 129 491 ადამიანს დაუდასტურდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, თურქეთში კორონავირუსისგან 73 285 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის მსხვერპლის რაოდენობა 3 520-მდე გაიზარდა. ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის ტესტი 33 283 ადამიანს ჩაუტარეს.