თურქეთში ბოლო ერთ დღეში კოროანვირუსული ინფექცია 982 ადამიანს დაუდასტურდა
თურქეთში ბოლო ერთ დღეში კოროანვირუსული ინფექცია 982 ადამიანს დაუდასტურდა.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 230 873 შემთხვევაა დადასტურებული.
თურქეთის ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 17 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი, კორონავირუსული ინფექციით უკვე 5 961 ადამიანია დაღუპული.
თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან უკვე 214 500-ზე მეტი ადამიანია განკურნებული.