თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1492 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი
თურქეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 1492 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი.
„ანადოლუს“ ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა საერთო ოდენობა 191 657-ს შეადგენს. მათი უმეტესობა, 164 ათასზე მეტი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ამ დრომდე რჩება 914 პაციენტი. გასული დღე-ღამის განმავლობაში განიკურნა 1386 ადამიანი.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ ქოჩას განცხადებით, თურქეთი ჯერ კიდევ ვირუსის პირველ ფაზასთან გამკლავებას ცდილობს და ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება მეორე ტალღა არ არის.