თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1186 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი
თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1186 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი

თურქეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 1186 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სულ თურქეთში კორონავირუსი 202 284 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 5 167 ინფიცირებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ისგან განიკურნა 1543ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვმა 176 965 შეადგინა.