თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 458 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი
თურქეთში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ის 1 458 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, თურქეთში კორონავირუსი 193 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
თურქეთში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ს 21 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 5 046-ს მიაღწია. 1 472-ით გაიზარდა თურქეთში კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც – ეპიდემიის დაწყების შემდეგ, თურქეთში „კოვიდ-19“165 000-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.
ბოლო ერთ დღეში თურქეთში 52 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა.