თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 183 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 183 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პანდემიის დაწყებიდან თურქეთში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 243 180 შემთხვევა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში არ შეცვლილა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა. ეს მაჩვენებელი თურქეთში 5 873-ს შეადგენს.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჩას განცხადებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 32 %-ით არის შემცირებული.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 185-ით გაიზარდა და ჯამში 226 155 შეადგინა.