თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 053 შემთხვევა დაფიქსირდა, 19 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
თურქეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 1 053 ადამიანს დაუდგინეს. გარდაიცვალა 19 ინფიცირებული. სააგენტო „ანადოლუს” ცნობით, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, თურქეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 5 260 შეადგინა. სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 207 897 შემთხვევა. აქედან 185 292 უკვე გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთის საავადმყოფოებიდან კორონავირუსისგან 2 297 განკურნებული გაწერეს.