თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 54 740 ადამიანს დაუდასტურდა, 276 პაციენტი გარდაიცვალა
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 54 740 ადამიანს დაუდასტურდა, 276 პაციენტი გარდაიცვალა.
შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში 2 604 ინფიცირებული იმყოფება.
გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.13 აპრილიდან, რამადანის მიმდინარეობისას, შაბათ-კვირას იმოქმედებს საყოველთაო კარანტინი.
ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 3,63 მილიონამდე შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 35 503 პაციენტი, 32 943 კი გარდაიცვალა.
თურქეთში კოორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის 10,55 მილიონმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. თურქეთში ვაქცინაცია ჩინეთის მიერ წარმოებული „სინოვაკის“, ასევე „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ვაქცინებით მიმდინარეობს.