თურქეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2704 შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 2 704 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამგვარად, თურქეთში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რიცხვმა 13 500-ს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 214 შეადგინა.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსზე ტესტი 92 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. ინფიცირებულთა შორის 847 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.