თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 21 ადამიანი გარდაიცვალა. სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით სულ 4 882 პაციენტია დაღუპული.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი 1382 -ით გაიზარდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. თურქეთის მასშტაბით „კოვიდ-19“-ისგან 156,022 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 184 031 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 1,304 ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა.