თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 3 211 ადამიანი გამოჯანმრთელდა
თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 47 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე, ფაჰრეთინ კოჩაზე დაყრდნობით ავრცელებს. „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა სულ 3 786 შეადგინა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 1 542 პაციენტს დაუდასტურდა. ამგვარად ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების სულ 138 657 შემთხვევაა გამოვლენილი.
ბოლო ერთ დღეში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 211-ით გაიზარდა და 92 ათასს გადააჭარბა.