თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 992 შემთხვევა დაფიქსირდა, 20 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 992 ადამიანს გამოუვლინდა, 20 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.
ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 214 993 შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 5 402-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი1 049-ით გაიზარდა და ჯამში 196 720 შეადგინა.
ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 1 204 პაციენტი რჩება.