თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 952 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 27 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
თურქეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 952 ადამიანს დაუდგინეს, 27 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
შესაბამის მონაცემებს თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე, ფაჰრეთინ კოჩაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 154 500 შემთხვევა. გარდაცვლილთა რაოდენობა 4 276-ს შეადგენს.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ქვეყანაში 1 121-ით გაიზარდა და ჯამში 116 111-ს მიაღწია.