თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 933 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 21 ადამიანი
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 933 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ-19″-ით ინფიცირების 216 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო ერთ დღეში თურქეთში კორონავირუსით 21 ადამიანი დაიღუპა. „კოვიდ-19-“ის მსხვერპლთა საერთო რიცხვმა კი 5 440-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსი 1080-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან 198 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.