თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 39 302 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 39 302 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
თურქული მედიის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 152 ადამიანი ემსხვერპლა. შედეგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში ჯამში 31 385 პაციენტი გარდაიცვალა.
როგორც თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, „კოვიდ-19“-ის ახალი ტალღის გავრცელების მიზეზი ვირუსის ახალი შტამებია.
შეგახსენებთ, რომ 29 მარტს თურქეთის ხელისუფლებამ ნაწილობრივ გაამკაცრა შეზღუდვები. კერძოდ, შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ კარანტინი გამოცხადდება.
თურქეთმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 იანვარს დაიწყო. ქვეყანაში დაახლოებით 16 მილიონი ადამიანი აიცრა, მათგან 9 მილიონს ვაქცინის პირველი დოზა აქვს გაკეთებული, ხოლო 6,9 მილიონზე მეტს ორივე აცრა ჩაუტარდა.