თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 ადამიანი
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა კიდევ 19 ადამიანი, 882 პაციენტმა კი ვირუსი დაამარცხა. ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთის კოჩა ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში აღრიცხულია ვირუსის სულ 254 520 შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 6058-ს შეადგენს. განიკურნა 234 797 პაციენტი.
ამჟამად სამკურნალო დაწესებულებებაში რჩება 735 პაციენტი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა.