თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1192 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი
თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 201 098-ს მიაღწია.
გარდაცვლილთა რიცხვმა კი 5150 შეადგინა, მათ შორის, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, თურქეთში კორონავირუსისგან 175 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.