თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 022 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 022-ით გაიზარდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში აღრიცხულია ვირუსის 151 615 შემთხვევა.
თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 4 199 პაციენტი, მათგან 28 პაციენტი გასული 24 საათის განმავლობაში დაიღუპა.