თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 7 181 ადამიანს დაუდასტურდა, 112 პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსისგან 7 372 პაციენტი განიკურნა. ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში 1 213 ინფიცირებული იმყოფება.
ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 5,26 მილიონი შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 5,13 მილიონი ადამიანი, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 47 768 შეადგინა.
თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის 16,8 მილიონმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. ორივე დოზა მიღებული აქვს 12,6 მილიონ მოქალაქეს.