თურქეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20-ზე მეტი დაშავდა.
ინციდენტი ანკარა -სტამბოლის ავტომაგისტრალზე მოხდა.
ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდა. დაშავებული მგზავრები ანკარისა და ბოლის საავადყოფოში არიან გადაყვანილი.